ამერიკამ ჩრდილოეთ კორეასა და რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამის მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტებისა და ახალი ტიპის იარაღის გამოცდა გახდა. 

გამოცემა წერს, რომ სანქციები დაუწესდა 6 ჩრდილოკორეელ და ერთ რუს მაღალჩინოსანს, ასევე რუსულ კომპანიას, რომლებიც ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის მიწოდებაში არიან ჩართულები.

ასევე, აშშ-მა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა, რომ სანქციები კიდევ 5 ჩრდილოკორეელ მაღალჩინოსანს დაუწესოს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი