
სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო, პრინც ენდრიუს სამხედრო ტიტულები ჩამოერთვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც თავდაპირველად 2014 წელს გაჟღერდა.
პრინცის წინააღმდეგ საქმე აშშ-ში აღიძრა და მას 38 წლის ვირჯინია ჯუფრე პრინცს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.
"მოვუწოდებ პრინც ენდრიუს, პასუხისმგებლობა აიღოს თავის საქციელზე, ძალაუფლება და სიმდიდრე ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს". - ამბობს ჯუფრე.
სწორედ ამის გამო, იორკის ჰერცოგს, პრინც ენდრიუს სამეფო ოჯახის მფარველობა, ოფიციალური სამხედრო ტიტულები და სამეფო ფლოტის ვიცეადმირალის წოდება ჩამოერთვა.
სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.