"სახელმწიფო დროშის შემქმნელი ციხეში არ უნდა იჯდეს!" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ისინი ადგილზე საქართველოს დროშებით მივიდნენ და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, სახელმწიფო დროშის შემქმნელი სწორედ მიხეილ სააკაშვილია და მისი პატიმრობა უკანონოა.

"მიხეილ სააკაშვილი, რომლის ინიციატივითაც გამოცხადდა ეს დროშა სახელმწიფო დროშად, ზის ციხეში პირდაპირ კრემლის და რუსეთის დავალებით. პუტინის პირადი ტყვეა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ამ ადამიანს პატივი ვცეთ, მადლობა გადავუხადოთ იმ პატრიოტული სულისკვეთების და თავგანწირვისთვის, რომელსაც ის დღეს თავისი ქმედებით გვაჩვენებს. ეს დროშა არის სწორედ ჩვენი პატრიოტების სიმბოლო, ამ დროშის დაცვას შეეწირა ბევრი ადამიანი და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე გმირული ნაბიჯებით არის ჩვენთვის მაგალითის მომცემი", - თქვა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

პერფორმანსის ბოლოს, აქტივისტებმა დროშაზე ხელმოწერები დატოვეს, შემდეგ კი მესამე პრეზიდენტს ციხეში შეუგზავნეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი