ვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე - ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასაუბრებები მიმდინარეობს. ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სურვილი ისევ აქვს.
კალანდარიშვილმა მისი 5-თვიანი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა. მისი განმარტებით, დანიშვნის პირველივე დღიდან გრძელვადიანი გეგმები ჰქონდა.
"როდესაც მოქმედმა თავმჯდომარემ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და პირიქით, მისი საქმიანობა და ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად არის შეფასებულია, ბუნებრივია, მოხდა ხელახალი მიმართვა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო კიდეც, იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი არ არის ერთი გიორგი კალანდარიშვილის რაღაც კონკრეტული, ჩვენ ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ", - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი შეფასებით, აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ პროცესის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალია.
ცნობისთვის, თავმჯდომარედ 4 პირია წარდგენილი - თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი, გიორგი კალანდარიშვილი. მათგან მხოლოდ ერთი, თენგიზ თევზაძეა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, დანარჩენები ცესკო-ს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები არიან.