მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება, მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ხვდება.

ციხეში შესვლამდე ადვოკატმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ექიმებს ამ დრომდე არ ეძლევათ მისი მონახულების შესაძლებლობა.

"დღემდე არ მისცემია მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა. მისი დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, მოითხოვს დროულ რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით, მათ შორის გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. მეორე მხრივ, ეს არის კონსულტირება სათანადო ექიმების მხრიდან. ამ საკითხებს დღეს კიდევ ერთხელ გავივლით მიხეილ სააკაშვილთან და შემდგომ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხებზე", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილი გამოთხოვილი აქვთ, ნაწილს კი დღეს გამოითხოვენ.

"რაც შეეხება სამედიცინო დაკუმენტაციას, ნაწილი გამოთხოვილი გვაქვს და ნაწილს დღეს გამოვითხოვთ დამატებით, რადგან განახლებადია. დაბრკოლება გვაქვს დღემდე ამ დოკუმენტაციის მიღებაზე", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტს დღეს ციხეში თამარ კორძაიაც მოინახულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი