ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ეკონომიკური სანქციები მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე გაუხანგრძლივდა.

სანქციები რუსეთს 2014 წელს დაუწესეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები ძალაში სულ მცირე 31 ივლისამდე დარჩება.

ეს ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და კრძალავს ფინანსურ დახმარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ის აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობის ყველა იმპორტს, ექსპორტს ან ტრანსფერს და ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ "სენსიტიურ" ტექნოლოგიაზე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი