"მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს" - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების საკითხს ეხმაურება, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, საზოგადოება ამ ადამიანებს გვერდში დაუდგეს, რათა მთავრობას "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა არ გაუვიდეს.

"მე მხარს ვუჭერ და საზოგადოებაც გვერდში უნდა დაუდგეს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს, რომლებსაც ფეხებზე იკიდებს მთავრობა.

2008-ში, ჩვენ გაეროს თანახმად, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროგრამა განვახორციელეთ შიდა ქართლის დევნილთა სახლების აშენების. ათასობით სახლი თავისი ინფრასტრუქტურით აშენდა სამ თვეში. შემდეგ ჩვენ ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ აფხაზეთიდან დევნილების ბინების მშენებლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო და თითოეულ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა.

ჩვენ ვაკეთებდით რასაც ვამბობდით. სამწუხაროდ, ეს ხალხი არის ახლა მატყუარების ხელში ჩავარდნილი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად რჩება მათი პროტესტი და საზოგადოების თანადგომა, რათა მატყუარა მთავრობას არ გაუვიდეს "დაყავი და იბატონე" პოლიტიკა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მორიგი საპროტესტო აქცია დევნილებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართეს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტეტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ,

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი