სოლიდარობა გაფიცულ სოც. მუშაკებს, ფაქტობრივად თვითონ გახდნენ სოციალურად დაუცველები, სხვები როგორღა დაიცვან - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს. 

როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სოციალური მუშაკები მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ უმძიმეს პირობებში მუშაობენ, რაც დიდი უსამართლობაა. 

"ჩემი სრული სოლიდარობა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცულ სოციალურ მუშაკებს. სანამ სამინისტროს ბოსები თბილ კაბინეტებში ათასი ლარით იზრდიან ხელფასებს და ძირითადად, სტატისტიკის გაყალბებით არიან დაკავებული, სოციალური მუშაკები დადიან ქუჩა-ქუჩა ყინვაშიც და სიცხეშიც, უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ამაში მხოლოდ 300-დან 500 ლარამდე იღებენ ხელზე, რომელიც მათ გზის ფულად არ ჰყოფნით. სოციალური მუშაკები თვითონ გახდნენ ფაქტობრივად სოციალურად დაუცველი და სხვები როგორღა უნდა დაიცვან. რა თქმა უნდა, ეს დიდი უსამართლობაა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან ხელფასების მატებას ითხოვენ. სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სამინისტროში გაფიცვის შესახებ განცხადება დღეს შეიტანა. ისინი ამბობენ, რომ თუ უწყება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ორშაბათიდან სამსახურში აღარ მივლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი