14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს". ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა მისივე თქმით, წარსულში მსგავსი თავდასხმების უკან რუსეთი იდგა.
"ყველანაირი ინფორმაცია თქვენს შესახებ გახდა საჯარო, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს ხდება თქვენს აწმყოში, წარსულისა და მომავლის გამო", - ეწერა ვებგვერდებზე რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.