მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმმა მოინახულა - ექიმები დასკვნას ამზადებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მოინახულა. 11 იანვარს მესამე პრეზიდენტს კონსილიუმის 8 წევრიდან 5 შეხვდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ.

კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის დაკავშირებით დასკვნას ამზადებს, რომელიც 19 იანვარს გასაჯაროვდება. დასკვნაში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში მკურნალობა.

კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა რუსთავის ციხეში შეუძლებელია იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც დაწესებულებაშია. მისივე თქმით, სტრესი, რომელიც მესამე პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანისას, ასევე, წარსულში გლდანის ციხეში მიიღო, მოხსნილი არაა. მიუხედავად ამისა, ექიმის შეფასებით, ნევროლოგიური სტატუსი უმნიშვნელოდ, თუმცა გაუმჯობესებულია.

ამასთან, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მკურნალობას საჭიროებს და ამასთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი