ღამის კლუბები მუშაობას დროებით წყვეტენ | რატომ მიიღეს "ხიდის" და "ბასიანის" დამფუძნებლებმა ეს გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

კლუბები "ხიდი" და "ბასიანი" კორონავირუსის მკვეთრად გავრცელების გამო ღონისძიებების გამართვას დროებით წყვეტენ, - ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას, - წერენ "ხიდის" ადმინისტრაციაში.

"ხიდის" მსგავსად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიებების გამართვას წყვეტს კლუბი "ბასიანიც". 

კლუბის ადმინისტრაცია წერს, რომ 14-15 იანვრის საკლუბო ღამეები იქნება ბოლო წვეულება, რომელიც მათ სივრცეში გაიმართება.

BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართება, - წერს "ბასიანის" ადმინისტრაცია. 

ცნობისთვის, იმის მიუხედავად, რომ კლუბში დაცული იყო კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები,  გახსნას მთავრობა მაინც ეწინააღმდეგებოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი