მომდევნო კვირებში ღამის კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეეზღუდათ. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ წინასაახალწლო პერიოდში კლუბებს მუშაობის უფლება გამონაკლისის სახით, კონკრეტულ თარიღებში მიეცათ, ამჟამად კი იგივე შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკოორდინაციო საბჭოს მანამდე ჰქონდა დაწესებული.

ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს თავდაპირველად საკლუბო ინდუსტრიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიაწოდა. მან თქვა, რომ საკითხზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოპერატიული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე, ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენი - ნინო კვენეტაძე ესწრებოდნენ. 

"14-15 და 21-22 ვიქენდზე კლუბების ფუნქციონირება ისევ იზღუდება. მიზეზად სახელდება ომიკრონის სწრაფი გავრცელება", - თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, ბიზნეს ომბუდსმენის ოფისის სახით შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა და შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი