ივანიშვილის და ღარიბაშვილის გზები საბოლოოდ იყოფა | ვინ არიან ოლიგარქის ახალი ფავორიტები

გამოქვეყნდა:

დადაგა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო ეშელონებიდან ჩამოქვეითების დრო. კულუარული ინფორმაცია პრემიერმინისტრის გადადგომასა და ოლიგარქის პოლიტიკური კლანიდან საბოლოო ჩამოშორებაზე სულ უფრო აქტუალური ხდება.

წყაროები ადასტურებენ, რომ სამთავრობო ცვლილებები უახლოესი მომავლის საქმეა და ოლიგაქრმა ივანიშვილმა ფსონი გარემოცვის სხვა წევრზე დადო.

ოლიგარქს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და მთ შორის მთავარი ირაკლი კობაძიძეა. სწორედ პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი, ვისაც ქვეყნის ფორმალური მმართველი სრულიად უპირობოდ ენდობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებასაც აძლევს.

ახალი პოლიტიკური ლიდერი კი "ოცნების" კლანში ილია ბეგიაშვილი იქნება. "ქართუს" ყოფილი კადრი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოქმედი მოადგილე, რომელიც პრემიერმინისტრის სავარძელს დაიკავებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი