აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება - CNN

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. ინფორმაციას CNN ადგილობრივ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ ის პირები, რომლებმაც ოპერაცია უნდა ჩაატარონ, ქალაქის საბრძოლო მოქმედებებში არიან გაწვრთნილი და რუსეთის მიერ მართული ძალების წინააღმდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას გეგმავენ. 

ამან, შესაძლოა, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები და ომის დანაშაული გამოიწვიოს, თუ დიპლომატია დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს... რუსი სამხედროები გეგმავენ, რომ აქტივობები სამხედრო შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყონ, რაც სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე პერიოდში მოხდება, - ამბობს ის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი