"ეს ხელშეკრულება იყო ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რისი მეშვეობითაც ჩვენ შევძლებდით რუსული აგრესიისგან საკუთარი თავის დაცვას", – ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ გააკეთა.
დოლიძე საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა გადავადებას კრიტიკულად აფასებს. მისი შეფასებით, ხელისუფლება სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, კითხვებზე პასუხის თავიდან არიდების მიზნით, გაასაიდუმლოებს.
ეს ხელშეკრულება იყო ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რისი მეშვეობითაც ჩვენ შევძლებდით აგრესიისგან საკუთარი თავის დაცვას და ჩვენი საჰაერო სივრცის გაუვნებელყოფას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულების შესრულება ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, - ამბობს დოლიძე.
მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტით 75 მილიონი თავდაცვის სამინისტროს აკლდება. მათ შორის არის ის 30 მილიონი, რომელიც საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის იყო განკუთვნილი.
საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას, რაზეც კონტრაქტი საფრანგეთთან თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს გაფორმდა.