პოროშენკო და მისი მხარდამჭერები გენერალური პროკურორის ოფისში შეიჭრნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მისი მხარდამჭერების გენერალური პროკურორის ოფისში შეჭრის კადრებს ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება პოროშენკომ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურის თანამშრომლები მისთვის ბრალდებულად ცნობის შესახებ ოფიციალური წერილის გადაცემას შეეცადნენ.

ექსპრეზიდენტის ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი წერილის გადაცემის უფლება პოროშენკოს სტატუსის მქონე პირისთვის მხოლოდ გენერალურ პროკურორს აქვს. პოროშენკომ გენერალურ პროკურორთან გასაუბრება მოახერხა და მტკიცებულებებიც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნის საგამოძიებო ბიურო ბრალდებულად მიიჩნევს. საქმე შიდა დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე სერგეი სემეჩკოს დანიშვნის გარემოებებს ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი