გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ - ბუწაშვილი

გამოქვეყნდა:

ექიმი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამან დიდად არ გაამართლა, "ომიკრონის" გავრცელების პერიოდში კი მნიშვნელობა დაკარგა.

"მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.

დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ", - წერს მაია ბუწაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად "ომიკრონის" 1 185 შემთხვევაა დადასტურებული. ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი