თელავში უსინათლოები 100-ლარიანი დახმარების გამოყოფას ითხოვენ - მერია უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

პირველი ჯგუფის უსინათლოებს თელავის მუნიციპალიტეტმა დახმარებასა და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა. უსინათლოთა კავშირის კახეთის ფილიალი 20 პირისათვის, თვეში 100-ლარიანი დახმარების გათვალისწინებას ითხოვდა.

ხელმძღვანელი ამბობს, რომ თანხა სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის იყო საჭირო. 

"თანხა არის ძალიან მიზერული და შეადგენს წლიურად  24 000 ლარს, ეს არის გათვლილი 20 პირველი ჯგუფის უსინათლოზე, მოხუცები არიან ეს ადამიანები. თვეში არის 100 ლარი, ეს ასი ლარი არის მათთვის დამატებითი შემოსავალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ბატონმა ლევანმა პირველ ჯერზე გვითხრა უარი, არაერთგზის კონსულტაცია გვქონდა, ჩვენი ინიციატივა წარვადგინეთ საკრებულოს სხდომაზეც და ველოდებით პასუხს", - ამბობს უსინათლოთა კავშირის კახეთის ოფისის ხელმძღვანელი, მაგდა ბეჟანიშვილი.

ცნობისთვის, მერმა, ლევან ანდრიაშვილმა წლის ბოლოს თანამშრომლებს ფულადი ჯილდო დაურიგა. გარდა ამისა, თელავის მერიამ ხელფასები გაუორმაგა თანამშრომლებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო.

თელავის მერი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ცალსახა უარი გადაწყვეტილი არაა, თუმცა მისივე თქმით, უსინათლოებს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ეხმარებიან და თელავში სხვა კიდევ უფრო მეტი დახმარების საჭიროების მქონე პირებიც ჰყავთ.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი