
შეერთებულ შტატებში, ტეხასის ქალაქ დალასში სინაგოგაში თავდამსხმელმა 4 ადამიანი მძევლად აიყვანა. 10-საათიანი შტურმის შედეგად სამართალდამცველებმა მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. ოპერაციას პოლიცია და გამოძიების ფედერალური ბიურო ერთობლივად ატარებდა.
თავდამსხმელთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის განმავლობაში ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი გარდაცვლილია, თუმცა დეტალები უცნობია. უცნობია მისი ვინაობაც.
ინციდენტი შაბათს ადგილობრივი დროით 11 საათზე, წირვის დროს მოხდა.