გოგი წულაიამ ქუთაისში პოლიციის მეორე განყოფილებას ცერცვი შეაყარა

გამოქვეყნდა:

აქცია-პერფორმანსი ქუთაისში - გოგი წულაიამ პოლიციის მეორე განყოფილებას ცერცვი შეაყარა. "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის თქმით, ქალაქში საპოლიციო სისტემა სრულად მოშლილი და უფუნქციოა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც ქუთაისის მერის აივანზე 10-მდე პირი სოციალური დისტანციის დარღვევით იმყოფებოდნენ. წულაიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი