თარაშ კანდელაკს ბრალს პროკურატურა უახლოეს საათებში წარუდგენს

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჩემპიონის შვილი ბრალის წარდგენისა და მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია - თარაშ კანდელაკისთვის ბრალის წარსადგენად პროკურატურას ვადა უახლოეს საათებში ეწურება. უკვე მესამე დღეა, 22 წლის ახალგაზრდა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სასტიკად ნაცემ ერეკლე თედლიაშვილს მისი ოჯახისა და ინტერესების დამცველის მოთხოვნით დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. თედლიაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მას უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებული კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კანდელაკის ადვოკატი შოთა მანელიძე  აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ თარაშ კანდელაკი იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაცია რომ იქ მისი თანმხლები პირებიც იყვნენ სიმართლეს არ შეესაბამება. უფლებადამცველის მტკიცებით, დაზიანებები თავად დაკავებულსაც აქვს მიღებული და ამას სამხარაულის ექსპერტიზაც ადასტურებს. 

ინციდენტის თვითმხილველები კი ამბობენ, რომ დაპირისპირებაში ოცამდე პირი მონაწილებდა. 

კანდელაკს 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან, რომელიც ამ დრომდე კომაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი