"შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა" - იუსტიციის სამინისტროსთან დღეს აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვა" - ამ მოწოდებით "მიშას სექტორი" დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

აქცია 3 საათზე დაიწყება. მოთხოვნის მთავარი ადრესატი იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძეა, რომელიც მესამე პრეზიდენტთან ექიმებს არ უშვებს.

"მიშას სექტორის" წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსების ვიზიტის აკრძალვა უფლებების შელახვაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი