თურქეთის ბაზარი გაიხსნა, იმედია, ეს მედიკამენტებს მნიშვნელოვნად გააიაფებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის, Gmp სტანდარტების მედიკამენტები - თქვა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა დაწყებამდე. 

როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს

"გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, Gmp სტანდარტების მედიკამენტები. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე.

ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე და რეკომენდაციები გაეგზავნა პარლამენტს. 

"მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა და ეს კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს, ჩვენი მოლოდინით",- თქვა ღარიბაშვილმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი