"ადამიანმა თავი გასწირა და უფლება აღარ გვაქვს, რაიმე დავთმოთ ამ ბრძოლაში" | დევნილების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დევნილები საქართველოს პრემიერისგან სამძიმრის მოსმენასა და დაპირებას ელოდნენ, თუმცა მათ ეს ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე ვერ მოისმინეს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ისე დაასრულა, რომ დევნილების პრობლემაზე არაფერი უთქვამს. 

დევნილები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

"პროტესტის ტალღა არ შენელდება, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანმა თავი გასწირა და უფლება აღარ გვაქვს, რომ მოვდუნდეთ და რაიმე დავთმოთ ამ ბრძოლაში", ამბობს, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები თამარ საუთიევა​​. 

დევნილები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების შეთავაზება ქირით გასვლასთან დაკავშირებით "ცრუ დაპირებაა".

ცნობისთვის, დევნილები "ქართულ ოცნებას" ფართით უზრუნველყოფას წლებია სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ - მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე დაპირებითა და შეუცვლელი რეალობით სრულდებოდა.

შენობა, რომელშიც დევნილები წლების წინ შეასახლეს ავარიულია, ნებისმიერ დროს კორპუსი შესაძლოა ჩამოინგრეს.

მთავრობის ყურადღების მისაქცევად, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტი დაიწყეს, თუმცა მძიმე სოციალურ ფონს 52 წლის კაცმა ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამავე თემაზე:

 

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი