10-წუთიანი ბრიფინგი მთავრობაში | ღარიბაშვილს დევნილის გარდაცვალებაზე არაფერი უთქვამს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ტრადიციული ბრიფინგი გამართა, სადაც რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითად დენის სუბსიდირებაზე, მედიკამენტების გაიაფებასა და ღვინის ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა არაფერი უთქვამს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებსა და ერთ-ერთი მათგანის მიერ სიცოცხლის თივთმკვლელობით დასრულებასთან დაკავშირებით. 

ტრაგედია დევნილთა დასახლებაში გუშინ მოხდა. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ქმედებით კი შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.

იხილეთ ასევე:

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი