ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებელ პირებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა - ლევან ხაბეიშვილი დევნილის გარდაცვალებაზე

გამოქვეყნდა:

"ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, პასუხისმგებელ პირებზე დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და პასუხისგებაში მისცემდნენ იმ ადამიანებს, ვინც აქამდე მიიყვანე ეს პრობლემა", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების ფაქტს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ მომხდარი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და გულგრილობის შედეგია.

"უსამართლობის გამო, ადამიანმა თავი მოიკლა. ადამიანის სიცოცხლე განადგურდა იმის გამო, რომ პასუხისმგებელი პირები არ კადრულობენ და არც კი ესაუბრებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ლეგიტიმური მოთხოვნა აქვთ. მეტიც, ისეთი გათავხედებულები არიან, არც მინისტრი ხვდება, არც მისი მოადგილე, არც დედაქალაქის მერი იწუხებს თავს და ამასობაში, კობახიძე უგზავნის საკუთარ ნათესავს, რომ რაღაც მოლაპარაკებებში შევიდეს ადამიანთან და შემდეგ რაღაც დამცინავად  ესაუბრება ამ ხალხს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი