ტრაგედია სანატორიუმ "ქართლში" - ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს და სარჯველაძეს მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს საქმე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია, როდესაც შედის წინასაარჩევნო კამპანიაში და მანდატებს მოიპოვებს პარლამენტში, ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს პარლამენტში და არა ქუჩაში გამოვიდეს და განცხადებები აკეთოს, ეს არის ელემენტარული დემოკრატიული წესი - დევნილების საერთო საცხოვრებელში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ და ოპოზიციას აკრიტიკებენ.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ისაუბრებს.

ოპოზიცია კი ითხოვს დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. თამარ კორძაიამ დღევანდელ ბრიფინგზე სწორედ სარჯველაძეს მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანოს საქმე.

"ჩვენ უნდა გავარკვიოთ ხელისუფლების დანაშაულებრივ გულგრილობაში ვინ უნდა იყვნენ ბრალდებულები და შემდგომ მსჯავრდებულები, მივმართავ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე ქვეშ აიყვანოს ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ფაქტს" - განაცხადა თამარ კორძაიამ

ლევან ხაბეიშვილი კი პროკურატურას მიმართავს დაინტერესდეს იმ სამართალდამცველებით, რომლებიც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანას ცდილობდნენ ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად.

ტრაგედია სანატორიუმ "ქართლში" გუშინ, 16 იანვარს დატრიალდა. 

დევნილები "ქართულ ოცნებას" ფართით უზრუნველყოფას წლებია სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ - მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე დაპირებითა და შეუცვლელი რეალობით სრულდებოდა.

შენობა, რომელშიც დევნილები წლების წინ შეასახლეს ავარიულია, ნებისმიერ დროს კორპუსი შესაძლოა ჩამოინგრეს.

მთავრობის ყურადღების მისაქცევად, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტი დაიწყეს, თუმცა მძიმე სოციალურ ფონს 52 წლის კაცმა ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი