ვხედავთ შედეგებს ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის, რომელიც პუტინის რუსეთის ინტერესებს ეხმარება პირდაპირ საქართველოში – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
ბოკერია კონგრესმენების ანგარიშს ეხმაურება, სადაც ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარებლადაა მოხსენიებული.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანი არჩევნების გზით უნდა დასრულდეს.
გავრილოვის ღამე მოდის და ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო და მაგალითი ამ ყველაფრის. საქართველოს ინტერესი ამ ვითარებაში არის, რომ ჩვენ შიგნით, საზოგადოებრივი წნეხი, მათ შორის, ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერებს უჭერენ მხარს, ივანიშვილი ნაკლები ზიანით ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობიანი არჩევნებით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით საუბარია აშშ–ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშში, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.