ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ თანამშრომლებს - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს. მესამე პრეზიდენტის მიმართვა სოციალურ ქსელში, მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება:

"ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს.

ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე.

იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული ძალიან ღირებული გამოცდილება. ინგრევა ტრადიციული სამეცნიერო სკოლები. ეს უბედურება რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი