სანქციებთან დაკავშირებით, თავიდან რომ ღიმილის მომგვრელად ჩანდა ეს განცხადებები, კიდევ უფრო ხშირად მეორდება – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
ეკა ბესელიასთვის კონგრესმენების ანგარიში იმის მიმანიშნებელია, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება სულ უფრო რეალური ხდება.
სანქციებთან დაკავშირებით, თავიდან რომ ღიმილის მომგვრელად ჩანდა ეს განცხადებები, კიდევ უფრო ხშირად მეორდება და იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა აშშ–ში, კონგრესში, სენატში, ვინც უკვე ამაზე საუბრობს,- განაცხადა ბესელიამ.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ამ კრიტიკული განცხადებების ფონზე ქვეყნის იმიჯი ზიანდება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს განწყობები ასე შეიცვალა. იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ მიმართული ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს აზიანებს მთლიანობაში ქვეყნის იმიჯს, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ძალიან ძლიერი პარტნიორები ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს ბესელია.
ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით საუბარია აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშში, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ.