ლაგოდეხში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ბარბაქაძე, დუმილის უფლებას იყენებს.
38 წლის მამაკაცს ბრალი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საზოგადოებრივი ადვოკატის თანდასწრებით წარუდგინეს.
ირინა იჩუკაიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქმის დეტალებსა და საკუთარ პოზიციაზე, ჯერჯერობით არ საუბრობს.
"ბრალდება საუბრობს ოჯახურ ძალადობაზე, რასაც თან მოჰყვა მკვლელობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ჯერჯერობით, პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს და დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის ტაქტიკა ჩამოყალიბდება, მას შემდეგ, რაც მას პოზიცია ექნება"- თქვა იჩუკაიძემ.
შეგახსენებთ, მკვლელობა 15 იანვარს, ლაგოდეხში მოხდა. გამოძიების მტკიცებით, 38 წლის გიორგი ბარბქაძემ, ყოფილი მეუღლე, ნონა ჭაბაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, გაზით გარდაცვალების ინსცენირებისათვის კი, ბინაში ანთებული გაზქურა დატოვა.
ქალის ცხედარი, ნაქირავებ ბინაში, სადაც ის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ცხოვრობდა, ძმამ იპოვა.
გამოძიება 11'109- ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე:
სასტიკი მკვლელობა კახეთში | ლაგოდეხში ქმარმა ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ გაგუდა