ქარელის მერმა მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლი გააუქმა

გამოქვეყნდა:

ქარელის მერმა, ახალგაზრდობის სახლი გააუქმა, რომელსაც არჩევნებზე მისი კონკურენტის, ნიკოლოზ ახალკაცის და, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ცირა სადუნიშვილის თქმით, გათავისუფლების მიზეზი, პირადი და პოლიტიკური შურისძიებაა. 

პოლიტიკურ შურისძიებას ემსხვერპლა ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი.

"​ერთი მიზეზი, რასაც მე ვხვდები ეს არის, რომ  მე ვარ კანდიდატის და. ნიკო ახალკაცი, იყო ზაზა გულიაშვილის მოწინააღმდეგე მეორე ტურში. ასევე ჩემი მეუღლე, აპოლიტიკური და ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც  ეწინააღმდეგებოდა ზაზა გულიაშვილს, რუისის სტადიონის რუსულ კომპანიაზე გადაცემის საქმეში. ეს არის პირადი შურისძიება ჩემს მიმართ, მაგრამ მთელი მუნიციპალიტეტის ბავშვებმა რა დაუშავეს ზაზა გულიაშვილს" - ამბობს ცირა სადუნიშვილი.

ქარელის მერიაში კი კომენტარი "მთავარმა არხმა" ვერ ჩაწერა, რადგან სამუშაო საათებში პასუხისმგებელი პირები ადგილზე არ აღმოჩნდნენ.

ახალგაზრდობის სახლის გაუქმებასთან დაკავშირებით, თანამშრომლები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

ახალგაზრდობის სახლში გახსნილი იყო 60- მდე წრე, სადაც 215 ბავშვი ირიცხებოდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი