პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც პოლონეთ-ბელარუსის საზღვრიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდათ - ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მედიის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი სახელწოდებით- "კურიერები". პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ განაცხადა, რომ ისინი თითოეული მიგრანტისგან 3 000 ევროს იღებდნენ.
დაკავებულები არიან პოლონეთის, საქართველოს, უკრაინის, სირიისა და ტუნისის მოქალაქეები.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. მოლარეებმა კრიმინალური ჯგუფის წევრებს 8 700 000 ევრო გადაუნაწილეს. მხოლოდ "კურიერებმა" - 4,300,000 ევროზე მეტი მიიღეს.