"ჩოხატაურში, "ოცნების" რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებლის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 654 ათასი ლარი მიიღეს" | ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით,  ჩოხატაურში  "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებლის და საკრებულოს ყოფილი წევრის, გოჩა თოდრიას კომპანიებმა, 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდან 654 ათასი ლარი მიიღეს.

ორგანიზაციის ცნობით, მიღებული 654 ათასი ლარიდან 419,300 ლარი მის კომპანიებს იმ პერიოდში გადაეცათ, როდესაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თავად იყო. 

"2012 წელს გოჩა თოდრიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა, ხოლო 2014-2017 წლებში მმართველი პარტიიდან ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი იყო.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი კომპანიების შპს სავანეს და შპს G&G-ს მიერ მოგებული ტენდერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2012-2021 წლებში მისმა კომპანიებმა ბიუჯეტიდან 654 ათასი ლარი მიიღეს, საიდანაც 535 ათასი ლარი (82%) უტენდეროდ ან ტენდერში კონკურენტის გარეშე გამარჯვების ხარჯზე მიიღეს. მიღებული 654 ათასი ლარიდან 419,300 ლარი მის კომპანიებს უშუალოდ ჩოხატაურის ბიუჯეტიდან გადაეცათ, რომლის საკრებულოს დეპუტატიც თვითონ იყო.

ამჟამად გოჩა თოდრია, რომელიც წარსულში ჩოხატაურში “კლანურ მმართველობას” აპროტესტებდა, შპს სავანეთი ტენდერების მოგებას უკონკურენტოდ და გამარტივებული შესყიდვების მიღებას აგრძელებს", - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი