არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის სამრეწველო ზონაზე ტერორისტებმა იერიშები მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატების განხორციელებული აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივ მედიის ინფორმაციით ხანძრის ჩაქრობაში ათობით სახანძრო ბრიგადა მონაწილეობს.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა იემენის ტერიტორიაზე მოქმედმა გასამხედროებულმა დაჯგუფება „ანსარ-ალაჰმა“, იგივე იემენელმა ჰუთებმა აიღეს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.