შეიძლება ამას ყურადღება არც მივაქციოთ – "ოცნება" კონგრესმენების ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს, სადაც ივანიშვილის კრემლთან კავშირებზეა საუბარი, „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრები აღნიშნულ დოკუმენტს უმნიშვნელოს უწოდებენ და ამბობენ, რომ კონგრესმენების შეფასება რეალობას აცდენილია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს განცხადება ყურადღების მიქცევასაც კი არ იმსახურებს. რაც შეეხება საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას, ვოლსკი კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს.

ამ განცხადების წყარო არის იმდენად უმნიშვნელო პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ შეიძლება ამას ყურადღება არც მივაქციოთ. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აშშ-ის რაღაც წარმომადგენლობამ რაღაც დონეზე პასუხი უნდა გასცეს ამ სისულელეს. მე შემიძლია მოვიყვანო მაგალითები რუსეთისთვის ხელშეწყობის, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, - ამბობს ვოლსკი.

გია ვოლსკის პოზიციას იზიარებს სოფო კილაძეც. დეპუტატის თქმით, 2012 წლის შემდეგ მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ 2020 წელსაც იგივე მოხდება.

მგონია, რომ ივანიშვილის შემფასებელი არის ის ქართველი ხალხი, ბრძენი ხალხი, რომელიც მას ყოველ წელს, თითქმის, არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ ხმას აძლევს და უცხადებს უპირობო მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ეს ხალხი აქ ცხოვრობს, ამ ქვეყანაში და ეს ხალხი ყოველდღიურად ხედავს რა კეთდება, რა არ კეთდება და იმის შემფასებელი, ბიძინა ივანიშვილი პრო დასავლურია თუ პუტინის კაცი, ყველაზე კარგად არის ქართველი ხალხი.

მგონია, რომ 2020 წელს, როცა გვექნება არჩევნები, ქართველი ხალხი გასცემს ამ კითხვას პასუხს ძალიან სწორად, როგორც ის აქამდე აკეთებდა, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი