"2022 წელიც უკანონო დაკავებებით დაიწყო... ჰგონიათ, რომ ამით რამეს და ვინმეს შეაკავებენ" | მელია აქტივისტების დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

"2022 წელიც უკანონო დაკავებებით დაიწყო" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს სემეკთან ენმ-ის ორი აქტივისტის დაკავებას. 

მელია წერს, რომ აქტივისტები მიზანმიმართულად დააკავეს, მაგრამ ამ გზით ვერვის შეაკავებენ.

"2022 წელიც უკანონო დაკავებებით დაიწყო. გამიზნულიდ დააკავეს ჩვენი ახალგაზრდა მეგობრები.

ჰგონიათ, რომ ამით რამეს და ვინმეს შეაკავებენ. ნამდვილად არ და ვერ იქნება ასე!

ეს ორი უწესიერესი ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ აპროტესტებდნენ ფასების ზრდას კომუნალურ გადასახადებზე. გიორგი წულაია, დიმიტრი ბიძინაშვილი,"- წერს ნიკა მელია Facebook-ზე. 

ცნობისთვის, დღეს სემეკთან - ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მარეგულირებელთან გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ და ნარმანიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, დააკავეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი