სასამართლოში გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმმა მოინახულა და შესაბამისი დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 19 იანვარს გახდება ცნობილი - ამის შესახებ განცხადება ეკა ხერხეულიძემ გააკეთა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 13 იანვარს სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

"სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი იმყოფებოდა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან, მათ დასკვნას ველოდებით 19 იანვრისთვის და გვეცოდინება კომპეტენტური შეფასება თუ რეალურად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ახალი ჩივილები არსებობს, ან რა არის ის ძველი ჩივილები, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას მოითხოვს.

სასამართლოში გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, გამოიძახეს სასწრაფო და ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ეს უსვამს ხაზს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სტაბილური. მიხეილ სააკაშვილი ელოდება უცხოელ ექიმს, რომელსაც მესამედ უთხრეს უარი შეხვედრასთან დაკავშირებით და პრობლემად რჩება პირადი ექიმის შესვლის საკითხიც”, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამავე თემაზე:

კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე დასკვნებს უახლოეს დღეებში წარმოადგენს - ლომჯარია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი