ივანიშვილი განიხილება ადამიანად, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები, ახდენს დესტაბილიზაციას – ქუთელია

გამოქვეყნდა:

ივანიშვილი განიხილება ადამიანად, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები, რომელიც ახდენს პოლარიზებას და დესტაბილიზაციას – ეს განცხადება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა.

ბათუ ქუთელია 13 კონგრესმენის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ბიძინა ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარებლად არის მოხსენიებული, რომელიც ქვეყანაში რუსეთის სასარგებლოდ დესტაბილიზაციაშია ჩართული.

ბათუ ქუთელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გამოყო, რომელიც კონგრესმენების ანგარიშში იკითხება.

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია საინტერესო – ერთი, თვითონ როგორ განიხილავენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც პუტინის მოკავშირეა და ახდენს საქართველოს დესტაბილიზაციას.

მეორე, რა კონტექსტში არის მოხსენიებული: ის არის მოხსენიებული ეტუშევკოვთან, მედვეჩუკთან, ასევე პუტინთან დაკავშირებულ ორ ოლიგარქთან კონტექსტში, რაც ასევე საგანგაშო უნდა იყოს მისთვის, იმიტომ, რომ ეს არ არის სასიამოვნო კამპანია.

მესამე, ძალიან მნიშნველოვანია კონტექსტი, როდის ხდება ეს. ეს არის საარჩევნო წელიწადი საქართველოში, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სახელმწიფოს მიტაცებას, ხოლო ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ცდილობენ, რომ ეს პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში დააბრუნონ, – ამბობს ქუთელია.

ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით საუბარია აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშში, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი