წერილი ბოლო ზღვარზე იგზავნება ხოლმე, ანუ მაგალითად, როგორიც იყო პოლიტპატიმრების საკითხი საქართველოში – ასე ეხმაურება კონგრესმენების ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.
ხიდაშელი საუბრობს 13 კონგრესმენის ანგარიშზე, სადაც ივანიშვილის რუსულ კავშირებზეა საუბარი. მისი თქმით, აშშ-მ წითელი წერტილი უკვე ღიად გამოკვეთა.
ანგარიში არის ანალიზის შედეგი და ეს არის სწორედ სამწუხარო, რაღაც ერთი ამბავი კი არ არის, რომელსაც თუ გამოასწორებ, მერე კარგი ბიჭი გახდები. არა, ეს არის დასკვნა, ეს არის განაჩენი, ნათქვამია, რომ აქ წითელი ხაზია, რაც აღარ უნდა გადაილახოს, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია საუბარი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა შეადგინოს იმ ოლიგარქებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების სია, რომლებიც რუსულ აგრესიას აფინანსებენ.