ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთ თვეში ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე მეოთხედ, დამატებითი ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსი ავრცელებს.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რაკეტები სამი წუთის ინტერვალით ჩრდილოეთ კორეის დასავლეთიდან გაუშვეს. მათი პირველადი შეფასებით, რაკეტებმა ფრენისას 300 კილომეტრი დაფარეს, მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 50 კილომეტრი შეადგინა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ფხენიანს ეკრძალება ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გამოცდა. რაკეტის გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას სანქციები ერთხელ 2022 წელს დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი