
გაუჩინარებული ათონელი ბერი ევფროსინოსი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის სათევზაო ნავით ათონის მთის სანაპიროდან ზღვაში შევიდა. მას შემდეგ გაუჩინარებულო საბერძნეთის სანაპირო დაცვა ეძებდა.
მამა ევფროსინოსის ცხედარი, ათონის წმიდა მთიდან 74 საზღვაო მილის დაშორებით, ზღვამ გამორიყა.