ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია - გია ვოლსკი

გამოქვეყნდა:

მე ვარ ადეკვატური, ვარ პირდაპირი და ზუსტად ვაფასებ იმ რეალობას, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას მთავრობის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია იმსახურებს იმ განცხადებებს, რაც ბოლო დღეებში მათთან მიმართებაში გაკეთდა.  

ოპოზიციას არც ხარისხი აქვს სამეცნიერო და განცხადებებიც აქვს აბსოლუტურად არაადეკვატური, ამიტომ გავაკეთე გუშინ ის განცხადება, რომელიც გავაკეთე. ბუნებრივია, რომ ოპოზიცია არის მთლიანად დაკარგული და მთლიანად სასოწარკვეთილი და ამით არის განპირობებული ყველა ნაბიჯი, რაც გადადგეს  ბოლო პერიოდში. ისინი განწირული არიან ოქტომბერში ძალიან მძიმე მარცხისთვის, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მთავრობის წევრების მოსაზრებით, კობახიძის განცხადებები მხოლოდ ირონიულია და ოპოზიციას ის შეურაცხყოფას არ აყენებს. 

მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. სიძულვილი სწორედ არ არის, შეიძლება რაღაც ირონიულია, შეიძლება დამამცირებლადაც მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ სიძულვილი აქ ნამდვილად არ იგრძნობა, - ამბობს გია ვოლსკი. 

სოფო კილაძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენა ოპოზიციას არ უნდა უკვირდეს. იგი ჟურნალისტებს ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენით გაკეთებული განცხადებების გაშუქებას ურჩევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი