რიგგარეშე სხდომის მოწვევა აუცილებელი არ არის - პასუხი "ლელოს"

გამოქვეყნდა:

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ სოციალური საკითხი არ განვიხილოთ, არამედ პირიქით, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ; უბრალოდ, როცა ამ საკითხისთვის არჩეულია რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არ მგონია, რომ ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს. ამისთვის საკმარისია სხვა საპარლამენტო ბერკეტი – სადეპუტატო კითხვების გზით ინფორმაციის მოძიება, სამუშაო ფორმატებში შეხვედრების გამართვა.

როცა აქცენტი კეთდება მაინც და მაინც ერთ-ერთ ფორმატზე, რაც არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ამ შემთხვევაში ინიციატორების მიზანია ის, რომ იყოს უფრო მეტად პოლიტიკური მდგენელის მიმართულებით აქცენტების გაკეთება, ვიდრე დისკუსია და მსჯელობა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა"

აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივაზე, რომელიც "ლელოს" ეკუთვნის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი