დიდი მადლობა აშშ-ის ელჩს...ველოდები იმ უწყებების კომენტარს, რომელიც ვალდებულია, კომენტარი გააკეთოს - ნიკა გვარამია შეკვეთილ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ შესაბამის უწყებებს მკაცრად მოუწოდა, შეკვეთილი მკვლელობის საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, საგამოძიებო უწყებებიდან მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გამოხმაურება არ ყოფილა არც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომელთან შეხვედრაც თავად "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა

"დიდი მადლობა აშშ-ის ელჩს ამგვარი განცხადებისთვის. მე არ გავაკეთებ კომენტარს ამ საკითხზე, პირველ რიგში ველოდები იმ უწყებების კომენტარს, რომელიც ვალდებულია, რომ კომენტარი გააკეთოს, ან პირადად დამიკავშირდეს და საჯარო განცხადებაც გააკეთოს. იმიტომ, რომ როგორც ვიცით, არ იკავებენ ისინი საჯარო განცხადებებისგან თავს და თან რაღაცა პოლიტიკური კონოტაციებით აკეთებენ ხოლმე განცხადებებს.

მე იმედი მაქვს, რომ ეს არ არის პოლიტიკური საქმე და ამიტომაც მივედი სუს-ში და ახლა კეთილი ინებონ და გამარკვიონ, რა ხდება.

მანამდე მე კომენტარებს არ გავაკეთებ, ვინ ვინ არის და ა.შ. იმ უბრალო მიზეზით, რომ მე არ ვიცი. რაც შეეხება გუშინ ჩემ მიერ გაცხადებულ მოწოდებას, ამ ეტაპზე მე არავინ შემხმიანებია არც ერთი უწყებიდან, არც საქართველოს პარლამენტიდან მათ შორის",- ამბობს ნიკა გვარამია. 

კელი დეგნანის განცხადება:

"მესმის ნიკა გვარამიას შეშფოთება სპეცსამსახურების მისამართით, იმედი მაქვს ისინი ამ საკითხს სერიოზულად მიუდგებიან" 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი