აშშ-ს ელჩი საქართველოში, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. კელი დეგნანი ამბობს, რომ ჟურნალისტების და მედიამენეჯერების უსაფრთხოება ქვეყანაში დაცული უნდა იყოს.
"ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. მესმის ნიკა გვარამიას შეშფოთება სპეცსამსახურების მისამართით, იმედი მაქვს ისინი ამ საკითხს სერიოზულად მიუდგებიან. ჟურნალისტების უსაფრთხოება ერთ ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპია. მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა დაშინებისა და შევიწროების გარეშე, განსაკუთრებით კი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარეშე განახორციელონ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ" ამბობს კელი დეგნანი
სკანდალური ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. უკვე მეორე დღეა დუმს უსაფრთხოების სამსახური. ნიკა გვარამიამ კი ამასთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარესთნ.
იხილეთ ასევე: