არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი - ეს ის სამი პირია, რომელსაც რამზან კადიროვის დავალება სისრულეში უნდა მოეყვანა და ნიკა გვარამიას დაკვეთილი მკვლელობა შეესრულებინა. სკანდალურ ინფორმაციას ქილერების პირადი მონაცემების შესახებ გაზეთი "ქრონიკა პლიუსი" ასაჯაროებს.
ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა, რომლებიც საქართველოში ერთადერთი მიზნით -ნიკა გვარამიას ლიკვიდაციისთვის ჩამოვიდნენ.
ამის შესახებ იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, თუმცა ქილერების გეგმა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ერთ-ერთმა პირმა ინფორმაცია დაკვეთილი მკვლელობის შესახებ მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მიაწოდა.
შეუსრულებელი დავალების შემდეგ დაქირავებულმა მკვლელებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს, რაშიც, წყაროს ინფორმაციით, მათ უშუალოდ სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაეხმარა.
სპეცოპერაცია კი კონტრ-ტერორისუტლი ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განახორციელა.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტებებს ახლა კონტრ-ტერორისტული სამსახურისგან და შსს-სგან ელის.მედიამენეჯერი ითხოვს შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთანაც იმისთვის რომ საბოლოდ გაეცეს პასუხი კითხვებს, ვინ და რა მიზნით აპირებდა მის ლიკვიდაციას?
ინფორმაცია ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ კიდევ გასული წლის 30 სექტემბერს გაავრცელა.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გადაადგილების მარშრუტის შესასწავლად და მკვლელობის დასაგეგმად საქართველოში ოკუპირებული ცხინვალიდან გია მანიკინი ივლისის თვეში უკანონოდ შემოვიდა. სუს-ში ამის შესახებ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, თუმცა მკვლელობის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი უსაფრთხოების სამსაუხრში მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, რაც ინფორმაცია სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ თავად გვარამიამ გაავრცელა.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი