ველოდებით ომბუდსმენის სამედიცინო გუნდის ანგარიშს, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მათი შეფასებები - ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ყურადღებით აკვირდებიან სამ ძირითად საკითხს - მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის მიმართ მოპყრობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. 

ჰარცელის თქმით, ის ელოდება სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ხვალ გამოქვეყნდება.

"მიხეილ სააკაშვილის საქმეს თავიდანვე ყურადღებით ვაკვირდებით, ძირითადად სამი კუთხით: პირველი და უმნიშვნელოვანესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მეორე, მის მიმართ, როგორც პატიმრის მიმართ მოპყრობა და მესამე, რომ მის საქმეებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები იყოს სამართლიანი...

ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო გუნდის ანგარიშს და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ ჯგუფის შეფასებები, ვინაიდან ობიექტური სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინება მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ დროს, როდესაც აფასებ, თუ როგორია სიტუაცია და რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა 11 იანვარს მოინახულა. მესამე პრეზიდენტს კონსილიუმის 8 წევრიდან 5 შეხვდა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი