ბრეივიკი ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

გამოქვეყნდა:

ნორვეგიაში, ოსლოს სასამართლომ ანდერს ბრეივიკის ვადამდელი გათავისუფლების საკითხზე მოსმენა დაიწყო.

სასამართლოს განხილვის დასაწყებად თავად ბრეივიკი მიმართა. მოსამართლეებისთვის გაგზავნილ ახსნა-განმარტებაში, ბერივიკი ირწმუნება, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს სასჯელს განსაკურებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის - 2011 წელს ბრეივიკმა ოსლოში, პრემიერმინისტრის ოფისთან მანქანა ააფეთქა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა და 69 ადამიანი მოკლა. მომხდარს მაშინ საქართველოს 23 წლის მოქალაქე, თამთა ლიპარტელიანი, ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი