
სოციალურ მედიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება - ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი მედიის მდგომარეობას სწავლობს.
უმრავლესობა ინფორმირებულია, რომ ქვეყანაში არსებობს ყალბი გვერდები, რომლებიც ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. ასევე მაღალია გამოკითხულთა პროცენტი, რომელთაც აღქმა რჩებათ, რომ ხელისუფლება ერევა მედიის საქმიანობაში, - ამბობს ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.
კვლევის თანახმად გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ უფრო, ან ძალიან გავრცელებულია წინა წლების მსგავსად; მაღალია იმ რესპოდენტთა რიცხვიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა.